სიახლეები

ამერიკის საელჩოს თანამშრომლები ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს ესტუმრნენ

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თანამშრომლები ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს ეწვივნენ და ბავშვთა განყოფილების პაციენტებს მათ მიერ შეგროვებული საჩუქრები გადასცეს.

საელჩოს თანამშრომლებს “ევროპის უნივერსიტეტის” ვიცე-რექტორი თამარ ზარგინავა (საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინატორი, სამედიცინო მიმართულების ხელმძღვანელი/კურატორი), ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის აღმასრულებელი დირექტორი ზაზა სოფრომაძე, დირექტორის მოადგილე მაია ცანავა, ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ფსიქო სოციალური პროგრამის ხელმძღვანელი ხათუნა დოლიძე შეხვდნენ. 

უკვე მეორე წელია, ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ფსიქო-სოციალური სერვისი და ამერიკის საელჩო ფონდის „STANDISH  FOUNDATION  FOR  CHILDREN“ ხელშეწყობით თანამშრომლობენ. 

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ხელმძღვანელობამ საელჩოს თანამშრომლებს და ფონდს “STANDISH  FOUNDATION  FOR  CHILDREN“ მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გაწეულ დახმარებას, რომლის ფარგლებში ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში უახლოეს პერიოდში ბავშვთა ონკოლოგიის მიმართულებით ახალი განყოფილება გაიხსნება, სადაც სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მკურნალობის მიღება იქნება შესაძლებელი.

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი ამერიკელმა ქალბატონმა ჯო ენ მაკგოვენმა დააფუძნა, რითაც გულის დაავადებების მქონე ბავშვებისთვის ადგილზე განკურნება და მკურნალობა გახდა შესაძლებელი. 

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი 2022 წლამდე სამედიცინო ცენტრის სახელით ოპერირებდა, “ევროპის უნივერსიტეტის” მფლობელობაში გადასვლის შემდეგ მას საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი ეწოდა.