ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში დიპლომისშემდგომი განათლების ფარგლებში, საექიმო სპეციალობის მაძიებლებმა სარეზიდენტო პროგრამა გაიარეს.
ამჯერად დიპლომისშემდგომი განათლების დამადასტურებელი მოწმობა 8 რეზიდენტს გადაეცა.
„კარდიოლოგიის“ 4-წლიანი პროგრამის ფარგლებში დიპლომისშემდგომი განათლება 6-მა, ხოლო „კარდიოქირურგიის“ 5-წლიანი პროგრამის ფარგლებში 2-მა რეზიდენტმა მიიღეს, რომლებსაც დიპლომისშემდგომი განათლების დამადასტურებელი მოწმობა ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა ზაზა სოფრომაძემ და კლინიკურმა დირექტორმა პაატა ბუკიამ გადასცეს.
აღსანიშნავია, რომ რეზიდენტები, როგორც უმცროსი ექიმები აქტიურად იყვნენ ჩართული ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის კლინიკურ საქმიანობაში. ამ ხნის განმავლობაში მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, მაქსიმალურად აეთვისებინათ თავიანთი სპეციალობის შესაბამისი თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები.