სიახლეები

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის რადიოლოგიური დეპარტამენტი ულტრათანამედროვე მრავალშრიანი კომპიუტერული ტომოგრაფიის (Toshiba Aquilion One – 640-შრიანი ) აპარატით აღიჭურვა

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის რადიოლოგიური დეპარტამენტი  ულტრათანამედროვე მრავალშრიანი კომპიუტერული ტომოგრაფიის (Toshiba Aquilion One – 640-შრიანი ) აპარატით აღიჭურვა. 

Toshiba Aquilion One – 640-შრიანი აპარატი უპირობო ლიდერია თავის სერიაში. 

ახალი აპარატის მახასიათებლებია: 

  • ხელოვნური ინტელექტი
  • უმაღლესი ხარისხის გამოსახულება 
  • მინიმალური დასხივება 
  • კვლევების შემცირებული ხანგრძლივობა 
  • ჭარბწონიანი პაციენტების გამოკვლევის საშუალება 
  • აქვს ცალკე ბავშვთა პროტოკოლები
  • გამოიყენება ბიოფსიის და რადიაციული თერაპიის დროს
  • შეუძლია გააკეთოს კომპიუტერული კორონაროგრაფია

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში თქვენ მოგემსახურებიან მაღალი კვალიფიკაციის და სათანადო გამოცდილების მქონე სპეციალისტები. 

 სერვისები განკუთვნილია ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის,  როგორც ამბულატორიული,  ისე სტაციონარული პაციენტებითვის. 

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში შეგიძლიათ ჩაიტაროთ შემდეგის სახის კვლევები: 

  • თავის და კისრის მიდამოს კომპიუტერული ტომოგრაფია
  • პარანაზალური სინუსების კომპიუტერული ტომოგრაფია
  • გულმკერდის და მუცლის ღრუს ორგანოების კომპიუტერული ტომოგრაფია
  • მცირე მენჯის ღრუს ორგანოების კომპიუტერული ტომოგრაფია
  • ხერხემლის სვეტისა და ძვალ-სახსროვანი სისტემის კომპიუტერული ტომოგრაფია
  • მუცლის აორტისა და მისი ტოტების კომპიუტერული ტომოგრაფია
  • ცხვირის დანამატი წიაღების კომპიუტერული ტომოგრაფია