ბლოგი

ცხვირით სუნთქვის გაძნელება

რა უნდა ვიცოდეთ ცხვირით სუნთქვაზე, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება და რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს? ამის შესახებ გვესაუბრება ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ოტორინოლარინგოლოგი, მედიცინის დოქტორი ნიკოლოზ ცეცხლაშვილი.

ბატონო ნიკოლოზ, რამდენად მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის, როგორ სუნთქავს ადამიანი?

ადამიანი აუცილებლად ცხვირით უნდა სუნთქავდეს. ცხვირში ჰაერის ნაკადი თბება, ტენიანდება, იწმინდება. ცხვირის ძგიდე და ნიჟარები ჰაერის ტურბულენტურ მოძრაობას უწყობს ხელს, რის შედეგადაც ჰაერი სწორად ნაწილდება საჰაერო გზებში. ცხვირით თავისუფალი სუნთქვა აუცილებელია შუა ყურის და ცხვირის დანამატი წიაღების ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

 

რა იწვევს გართულებებს, რას  უნდა მივაქციოთ ყურადღება?

  • სუნთქვის გაძნელების ძირითადი მიზეზებია:
  • ცხვირის ძგიდის გამრუდება
  • ცხვირის ნიჟარების ჰიპერტროფია
  • ცხვირის პოლიპოზი
  • ცხვირ-ხახის ადენოიდების ჰიპერტროფია
  • ქოანების ატრეზია
  • ვაზომოტორული და ალერგიული რინიტი
  • მწვავე რესპირატორული დაავადებები
  • ჰიპერტოფიული ტონზილები ( ძირითადად ბავშვებში )

 

ჯანმრთელობის რა პრობლემა შეიძლება შეიქმნას  ცხვირით სუნთქვის   დარღვევის დროს ?

ცხვირით სუნთქვის დარღვევა იწვევს შემდეგ გართულებებს:

  • ორგანიზმში ჟანგბადის ნაკლებობა
  • თავის ტკივილი
  • ცხვირიდან გამონადენი
  • გართულებები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ
  • სახის ძვლების ასიმეტრია
  • ქრონიკული ან მორეციდივე ექსუდაციური ოტიტი და სინუსიტი (ჰაიმორიტი, ეთმოიდიტი, ფრონტიტი, სფენოიდიტი)
  • ხვრინვა
  • ღამის აპნოე
  • სისუსტე, დაღლილობა
  • ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაზიანება და ცხვირიდან სისხლდენები (ცხვირის წვეთების ხანგრძლივი მოხმარების შემთხვევაში)

 

რა სახის მკურნალობა ტარდება ცხვირით სუნთქვის გაძნელების შემთხვევაში?

  • ცხვირით სუნთქვის გაძნელების გამომწვევი  მიზეზის გათვალისწინებით  მკურნალობა ორი სახისაა:
  • თერაპიული
  • ქირურგიული

ზოგადად თუ ცხვირით სუნთქვის გაძნელება არის გახანგრძლივებული (2 კვირა და მეტი), სასურველია,  თვითმკურნალობისგან თავი შევიკავოთ!

ექიმთან დროული მიმართვით,  ხშირად უფრო  მარტივად ხდება მდგომარეობის გამოსწორება და რადიკალურ ჩარევა, უმეტესწილად, საჭირო აღარ არის.

 

როგორც ვიცით, გაზაფხულზე ალერგიული სეზონი იწყება და განსაკუთრებული პრობლემები ექმნებათ ალერგიული რინიტის მქონე პაციენტებს. რას ურჩევდით მათ?

ალერგიული რინიტის პათოგენეზში ჩართულია რამდენიმე კომპონენტი, შესაბამისად, მკურნალობის დროული დაწყება  გამოჯანმრთელების  უტყუარი საწინდარია.