ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალმა “აკრედიტაცია კანადასთან“ ერთად საერთაშორისო სამედიცინო აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის პროცესი დაიწყო.
„აკრედიტაცია კანადის“ წარმომადგენლები ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გუნდს აცნობენ საერთაშორისო სტანდარტებს. მიმდინარეობს პრაქტიკული მეცადინეობები, რაც ხელს უწყობს სტანდარტების გაანალიზებას და სამუშაო პროცესში დანერგვას.
ტრენინგებს საერთაშორისო გამოცდილების მქონე „აკრედიტაცია კანადის“ მრჩევლები – ალესანდრო ბურიანი და გიორგი ფხაკაძე ატარებენ.
სამუშაო პროცესი ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება, რომლის შემდეგაც ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო სამედიცინო აკრედიტაციას მიიღებს.