ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის სისხლის ბანკმა უანგარო დონორის მსოფლიო დღეს მონაწილეობა მიიღო სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრისა და რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიის თანამშრომლების უანგარო დონაციის აქციაში. მსგავსი აქცია რეგულარულად ტარდება ცენტრის თანამშრომლების მიერ.
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ხშირია უანგარო რეგულარულ დონორთა მომართვიანობა. ასევე, აღსანიშნავია ჰოსპიტლის თანამშრომელთა აქტიურობა სისხლის უანგარო დონაციაში.
უანგარო დონორის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში მთელი კვირის განმავლობაში დაგეგმილია თანამშრომელთა უანგარო დონაციის აქცია. როგორც წესი, ჰოსპიტლის თანამშრომლები გამოირჩევიან ამ კეთილშობილურ საქმეში აქტიურობით, ისინი უანგაროდ ხშრად გასცემენ სისხლს და ძალიან ბევრ ადამიანს ესმარებიან ამ ჰუმანური აქტით.
2023 წლის გლობალური კამპანიის სლოგანია: – გაიღე სისხლი, გაიღე პლაზმა, გაუზიარე სიცოცხლე ხშირად!
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი დღევანდელ დღეს ულოცავს ყველა უანგარო დონორს და უღრმეს მადლობას უხდის ყველა იმ პაციენტის სახელით, რომელთა სიცოცხლისთვისაც დონორს სისხლი თუნდაც ერთხელ მაინც გაუღია.