სიახლეები

კარდიოქირურგი არტურ ლემონჯავა საუბრობს ფლორიდას სახელოს შესახებ

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის კარდიოქირურგი არტურ ლემონჯავა საუბრობს აორტის სარქველშემანარჩუნებელი ბოლქვის რემოდელირების უნიკალური ქირურგიული ტექნიკის – ფლორიდას სახელოს FLORIDA SLEEVE-ს შესახებ.

აორტის ბოლქვის დილატაცია ჰიპერტონიით დაავადებული პაციენტების 12%-ში აღინიშნება, პროცენტული მაჩვენებელი უფრო მაღალი არის აორტის ორკარედა სარქვლის შემთხვევაში და იმატებს გარკვეული სინდრომების დროს, როდესაც ხდება შემაერთებელი ქსოვილის ატიპიური ჩამოყალიბება.

აორტის ბოლქვის ანევრიზმა თანმხლები სარქვლის ნაკლოვანებით წლების განმავლობაში კორეგირდებოდა ქირურგიული ჩარევით – აორტის სარქვლის და აღმავალი აორტის პროთეზირებით. აორტის სარქვლის შეცვლა ბიოლოგიური საქრვლით მოიაზრებს წლების შემდგომ განმეორებით ჩარევას სარქველზე, ხოლო მექანიკური სარქვლის შემთხვევაში, მუდმივ ანტიკოაგულაციას, რაც დაკავშირებულია სისხლდენის რისკთან. გამომდინარე აღნიშნული პრობლემებიდან, აქტუალური გახდა სარქვლის შენარჩუნება.

პიონერები ამ კუთხით არიან მაგდი იაკუბი და ტაირონ დევიდი. მათ მიერ მოწოდებული აორტის სარქვლის შემანარჩუნებელი ოპერაცები, მიუხედავად კარგი შედეგებისა, წარმოადგენენ კომპლექსურ და რთულ ჩარევებს, აქედან გამომდინარე, დღესაც კი ქირურგიული ცენტრების დიდი ნაწილი ამჯობინებს აორტის სარქვლის და ბოლქვის პროთეზირებას.

ფლორიდას სახელოს Florida Sleeve ოპერაციის ტექნიკა შემუშავებულია ფლორიდის საუნივესიტეტო ჰოსპიტალში (შენდის ჰოსიტალში) ტომას მარტინის ხელმძღვანელობით. აღნიშნული ოპერაციის შექმნის მიზანი იყო შედარებით გამარტივებულიყო აორტის სარქვლის და ბოლქვის შენარჩუნება. სხვა სარქველშემანარჩუნებელი ოპერაციებისგან განსხვავებით, ოპერაცია არ მოითხოვს კორონარული არტერიების რეიმპლანტაციას და აორტის ბოლქვის პროთეზირებას, რაც ამცირებს ოპერაციის ხანგრძლივობას, კორონარული სისხლძარღვების ანასტომოზებთან დაკავშირებულ შესაძლო სისხლდენის და შევიწროვების ალბათობას.

ბოლო კვლევების საფუძველზე, ბიომექანიკური თავისებურებებით ფლორიდას სახელოს ენიჭება უპირატესობა სხვა სარქველშემანარჩუნებელ ოპერაციებთან შედარებით (Philip J Hess Jr, Amando Gamba).
სარქველშემანარჩუნებელი აორტის ბოლქვის რეზექციები წარმოადგენენ უკიდურესად კომპლექსურ ოპერაციებს და სასურველი შედეგის მისაღწევად საჭიროებს მაღალ ქირურგიულ გამოცდილებას. ბოლქვის ანევრიზმის შემთხვევაში, სარქვლის შემანარჩუნებელი ოპერაციული ტექნიკები განიხილება აორტის სარქვლის ნაკლოვანების და კარედების ნორმალური ანატომიის შემთხვევაში.

ფლორიდას სახელო არის აორტის ბოლქვის რემოდელირების უნიკალური ქირურგიული ტექნიკა. აორტის რგოლის და სინოტუბულარული შეერთების დაპატარავების ფონზე. ნარჩუნდება არა მხოლოდ კარედები, არამედ სინუსებიც და კომისურული განლაგებაც.

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში წლებია უკვე წარმატებით სრულდება სარქველშემანარჩუნებელი ოპერაციები, მათ შორის პრიორიტეტულს წარმოადგენს ფლორიდას სახელოს ოპერაცია. 2014 წლიდან დღემდე შესრულებულია 25 ოპერაცია. ჩვენ შევიმუშავეთ კიდევ უფრო გამარტივებული პროცედურული ნიუანსები. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ არც ერთთან არ გამხდარა საჭირო განმეორებითი ჩარევა.