საერთაშორისო სამედიცინო აკრედიტაციის მოსაპოვებლად სამუშაო პროცესში ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალმა უკვე შექმნა პაციენტთა კმაყოფილების კითხვარი, რომელიც ონლაინ ივსება და ანონიმურად იგზავნება.
პასუხებს „აკრედიტაცია კანადის“ წარმომადგენლობა გაეცნობა და დამუშავებულ ინფორმაციას თვეში ერთხელ წარუდგენს ჰოსპიტლის ხელმძღვანელობას.
ჰოსპიტალში ყველა სართულზე თვალსაჩინო ადგილას გამოკრულია პოსტერები, სადაც დატანილია QR კოდი, რომლის საშუალებითაც პაციენტები ან მათი ახლობლები ავსებენ კითხვარს.
პაციენტთა საბჭოს წევრები არიან ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის პაციენტები ან მათი ოჯახის წევრები. საბჭო რეგულარულად შეიკრიბება და იმსჯელებენ გამოკითხვის შედეგებზე. პაციენტთა საბჭოს ჩართულობა ჰოსპიტლის საქმიანობაში ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, დაიხვეწოს და უფრო მოქნილი გახდეს სერვისები ჰოსპიტალში სამედიცინო მომსახურების მისაღებად.
პაციენტთა საბჭოს შეხვედრას ესწრებოდნენ ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალური დირექტორის მოადგილე მაია ცანავა, ჰოსპიტლის სამედიცინო დირექტორი პაატა ბუკია, „აკრედიტაცია კანადის“ წარმომადგენელი თათია გოჩაძე