სიახლეები

28 ივლისი ჰეპატიტის მსოფლიო დღეა

❗️ჰეპატიტის მსოფლიო დღის მიზანია ამაღლდეს ცნობიერება ვირუსული ჰეპატიტების შესახებ.
👩🏻‍⚕️ამ თემის შესახებ საუბრობს ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ეპიდემიოლოგი მაია კაშია:
📌 ჰეპატიტის მსოფლიო დღე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) დააწესა.
✅ ეს დღე 2024 წელს უკვე მეთოთხმეტეჯერ აღინიშნება, ხოლო 28 ივლისი შერჩეულია ნობელის პრემიის ლაურეატისა და B ჰეპატიტის ვირუსის აღმომჩენის (1967 წ.) ბარუხ სამუელ ბლუმბერგის დაბადების დღის პატივსაცემად.
❕B და C ვირუსული ჰეპატიტები გლობალური ჯანმრთელობისთვის უდიდესი გამოწვევაა და დღესდღეისობით ის უმძიმესი ტვირთია.
😔 ინფექციური დაავადებებით გამოწვეული სიკვდილობის მეორე ყველაზე გავრცელებული მიზეზი სწორედ ვირუსული ჰეპატიტებია, მსოფლიოში 325 მილიონზე მეტი ადამიანია დაავადებული ვირუსული ჰეპატიტით.
👉 თანამედროვე მედიცინისთვის ვირუსული ჰეპატიტები აღარ წარმოადგენს საშიშროებას, რადგან არის პრევენცირებადი, მკურნალობას დაქვემდებარებული და C ჰეპატიტის შემთხვევაში აბსოლუტურად განკურნებადი დაავადება.
‼️ მსოფლიოს მიზანია შევაჩეროთ ჰეპატიტების უკონტროლო გავრცელება. ამისთვის პირველად პრევენციას წარმოადგენს ახალშობილებში B ჰეპატიტის პრევენცია ვაქცინაციით, იმუნიზაციის ეროვნული კალენდრის შესაბამისად.