ჯო ენის სამედიცინო ცენტრის დამფუძნებელი 2022 წლის აპრილიდან ევროპის უნივერსიტეტია და შესაბამისად, კლინიკამ საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის სტატუსი შეიძინა.
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა ზაზა სოფრომაძემ თანამშრომლებს 2022-23 წლების ანგარიში წარუდგინა.
2022 წლის 1 სექტემბრიდან ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ფინანსური ნაკადების ბრუნვა თითქმის 2,5-ჯერ გაიზარდა, ფუნქციონირება დაიწყო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახურმა. 2022 წლის ნოემბრიდან ჩამოყალიბდა ანგიოქირურგიული, ნევროლოგიური, შინაგანი სნეულებების და პედიატრიული სამსახურები, გაიხსნა იმუნიზაციის კაბინეტი.
2023 წლის აპრილში ჯოენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალმა ხელშეკრულება გააფორმა საერთაშორისო ორგანიზაცია Accreditation Canada – თან, რის საფუძველზეც კლინიკაში მიმდინარეობს სამუშაოები საერთაშორისო სამედიცინო სტანდარტების დასაკმაყოფილებლად.
სულ ახლახანს ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალმა დააკმაყოფილა ჯანდაცვის სამინისტროს ახალი რეგულაციები და მოიპოვა სტაციონარის ნებართვის დანართები, ქირურგიული მომსახურება (II-III დონე) და ,,ნეიროქირურგია“ და „რეანიმაციული მომსახურება, ინტენსიური მკურნალობა/მოვლა I, II, III დონე“.