ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში პროფესორმა გიორგი პაპიაშვილმა 1,5 თვის ბავშვს აბლაცია გაუკეთა.
ქართულ რეალობაში ეს არის ყველაზე პატარა და მცირეწონიანი ბავშვი, ვისაც აბლაცია ჩაუტარდა. როგორც წესი, ასეთ მცირე ასაკზე და წონაზე აბლაციის ჩატარების გადაწყვეტილება ძალიან კონსერვატიულია და, პრაქტიკულად, მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენებით კეთდება, რადგან ძალიან ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული როგორც მიდგომის, ისე, გართულებების რისკის თვალსაზრისით.
დღეისათვის შეუძლებელია სააბლაციო კათეტერების სრულყოფილი ადაპტირება ასეთი პატარა პაციენტების გულის კამერების ზომებთან.
პაციენტი ჰოსპიტალში შემოიყვანეს მდგრადი სუპრავენტრიკულური ტაქიკარდიით და ამ ფონზე განვითარებული მძიმე გულის უკმარისობით, პრაქტიკულად, კარდიოგენული შოკით.
აბლაციიდან მალევე პაციენტის ჰემოდინამიკა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. შესაძლებელი გახდა ინოტროპული მხარდაჭერის შემცირება და შემდეგ სრულად მოხსნა. რამდენიმე დღეში პაციენტი ნორმალურ მდგომარეობაში გაეწერა კლინიკიდან.
პროცედურიდან უკვე სამი თვეა გასული და პაციენტთან არითმიის რეციდივი არ დაფიქსირებულა. პატარა თავს კარგად გრძნობს.