ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ბავშვთა განყოფილებას კავკასიის ფრანგული სკოლის მშობელთა კომიტეტი APEC საჩუქრებით ეწვია.
ცოტა ხნის წინ კავკასიის ფრანგულმა სკოლამ და მისმა მოსწავლეებმა საშობაო ბაზრობა მოაწყვეს და შემოსული თანხით საახალწლო საჩუქრები უყიდეს ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ბავშვთა განყოფილებაში მყოფ პაციენტებს.
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის და პაციენტების სახელით, ფსიქო-სოციალური სამსახური მადლობას უხდის კავკასიის ფრანგული სკოლის მშობელთა კომიტეტს APEC, ბაზრობაში მონაწილე ყველა მეწარმეს და ამ სკოლის CM2B კლასის მოსწავლეებს ანა დაუშვილს და არზუ შაჰბაზოვას. ასევე, განსაკუთრებული მადლობა თამარ ხატიაშვილ-მარშანს და მის შვილს, პატარა დიან ლუის მრშანს, რომელიც თავის დროზე ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის პაციენტი იყო.