სიახლეები

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის და რუსთავის მერიის მიერ ორგანიზებული 2-დღიანი უფასო სკრინინგი რუსთავში დასრულდა.

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ექიმებმა რუსთავის მერიის ორგანიზებით, 23-24 ივნისს რუსთავის სარეაბილიტაციო განმავითარებელი ცენტრ “კესანეში” უფასო სამედიცინო კვლევები ჩაატარეს.

24 ივნისს ბავშვებში გულის კომპლექსური კვლევა ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ბავშვთა კარდიოლოგებმა მარიამ გიგინეიშილმა და ლელა ხუციძემ ჩაატარეს, ასევე, პაციენტები გასინჯეს პედიატრმა ლალი გელაშვილმა და ოტორინოლარინგოლოგმა ნიკოლოზ ცეცხლაშვილმა.

დღის განმავლობაში ბავშვებთან კვლევებამდე და კვლევის დროს მუშაობდა ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ფსიქო-სოციალური სამსახურის სპეციალისტი ლელა ჩაკვეტაძე.

უფასო სკრინინგის პროცესს დაესწრო და სიტუაციას ადგილზე გაეცნო რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურის ხელმძღვანელი ლაშა ბუსხრიკიძე და მოადგილე თეა გაგიევა.

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოპიტალი თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის რუსთავის მერს, ქალბატონ ნინო ლაცაბიძეს და რუსთავის სარეაბილიტაციო განმავითარებელი ცენტრი „კესანეს“ დირექტორს ეკა ნოზაძეს.

ბავშვებში თანდაყოლილი პათოლოგიების გამოვლენის მიზნით, ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი რეგიონებში უფასო აქციებს მთელი წლის განმავლობაში გეგმავს.